თავში

ავსტრალიაში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარებაა

​ავსტრალიაში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარებაა
ავსტრალიაში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარებაა

ავსტრალიაში ტყის მასშტაბური ხანძრები ახალი ძალით მძვინვარებს. ქალაქ სიდნეისა და ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხელისუფლებამ ერთკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

სექტემბრიდან დღემდე ქვეყანაში ცეცხლის 100-ზე მეტი მასშტაბური კერა გაჩნდა, თუმცა, ამ დროისთვის, ხანძრების მხოლოდ ნახევარია ლოკალიზებული. ცეცხლთან ბრძოლას ძლიერი ქარი და ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა უშლის ხელს. 17 დეკემბერს ავსტრალიაში ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა. ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსს აჭარბებს.

ხანძრები ავსტრალიაში ახალი ძალით ნოემბრის დასაწყისში გაჩაღდა. დაიღუპა 6 ადამიანი, დაიწვა საცხოვრებელი სახლები, განადგურდა მილიონზე მეტი ჰექტარი ტყის მასივი, მათ შორის კოალების პოპულაციის ადგილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system