თავში

ავსტრალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

ავსტრალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
ავსტრალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

ავსტრალიაში კონორავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულია მელბურნის მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან ორკვირიანი მოგზაურობის შემდეგ ახლახანს დაბრუნდა.

აღნიშნული პირი სიმპტომების აღმოჩენისთანავე იქნა იზოლირებული.

შეგახსენებთ, ახალი სამხრეთი უელსის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, სპეციალისტები კორონავირუსის 5 შესაძლო შემთხვევას იკვლევდნენ. შესაძლოა ავსტრალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს. 

შემთხვევები დაფიქსირებულია ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, ჰონგ-კონგში, ტაივანში, მაკაოში, საუდის არაბეთში, სინგაპურში.

ახალი ტიპის პნევმონია ჩინეთში გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გამოვლინდა. 7 იანვარს ჩინელმა სპეციალისტებმა დაადგინეს ვირუსის გამომწვევი მიზეზი - ეს კორონავირუსი 2019-nCoV-ია. ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, კორონავირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და უფრო ფართოდ გავრცელდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system