თავში

ავსტრალიაში კორონავირუსის ვაქცინის პროტოტიპი შექმნეს

ავსტრალიაში კორონავირუსის ვაქცინის პროტოტიპი შექმნეს
ავსტრალიაში კორონავირუსის ვაქცინის პროტოტიპი შექმნეს

ავსტრალიაში, ქუინსლენდის შტატში, მეცნიერების ჯგუფმა, კორონავირუსის ვაქცინის პროტოტიპი შექმნა. ექსპერტების განცხადებით, პრეპარატის პირველი ვარიანტი 3 კვირის განმავლობაში იქმნებოდა და ახლა უკვე მისი ლაბორატორიაში ტესტირება დაიწყო.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ლაბორატორიული ტესტირების შემდეგ  ვაქცინის უვნებლობა დადასტურდება და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა მას ეფექტურად შეეძლება.

ლაბორატორიაში ჩატარებულმა პირველადმა ტესტებმა აჩვენა, რომ პრეპარატს COVID-19-ის წინააღმდეგ შესაბამისი იმუნური დაცვის ფორმირება შეუძლია.

ვაქცინის კლინიკური გამოცდა ავსტრალიაში, ქალაქ ბრისბენის ჰოსპიტალში ივლისიდან იგეგმება. მკურნალობის ეფექტურობის დადასტურების შემთხვევაში, პრეპარატის ფართო მასშტაბით წარმოება და გამოყენება დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system