თავში

ავსტრალიაში კვლავ ხანძარს ებრძვიან

ავსტრალიაში კვლავ ხანძარს ებრძვიან
ავსტრალიაში კვლავ ხანძარს ებრძვიან

ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე ხანძარი, რომელიც 7 კვირის წინ გაჩნდა, ამ დრომდე მძვინვარებს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხანძრის გაჩენა ბანაკში დანთებულმა ცეცხლმა გამოიწვია, რომელიც მოგვიანებით ტყეს მოედო.

ხანძრის გამო, ევაკუირებულია ავსტრალიის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, ფრეიზერ აილენდის სანაპირო, ქალაქ ჰეპის ველის მოსახლეობა. კუნძული დიდი ბარიერული რიფის ნაწილია და ცნობილია თავისი ტროპიკული ტყის დიუნებით და შიდა ტბებით. კუნძულზე, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი, 1,200 წლოვანი ხეები მდებარეობს.

ამ დროისათვის, ხანძარი 82,000 ჰექტარზე ვრცელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system