თავში

ავსტრალიაში მოძალადეს, რომელიც გოგონას მოკვლით ემუქრებოდა, 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

ავსტრალიაში მოძალადეს, რომელიც გოგონას მოკვლით ემუქრებოდა, 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
ავსტრალიაში მოძალადეს, რომელიც გოგონას მოკვლით ემუქრებოდა, 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

ავსტრალიაში, კუინზლენდში მოძალადემ, რომელიც 13 წლის გოგონას მოკვლით ემუქრებოდა, სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე თვითმკვლელობა ორჯერ სცადა. მოძალადეს მხოლოდ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ Mirror წერს.

მამაკაცი არასრულწლოვანს 2018 წლიდან სთხოვდა ურთიერთობას. მოძალადე და 13 წლის გოგონა სექსუალური სახის სურათებს ერთმანეთს უგზავნიდნენ. ბოლოს გოგონას სთხოვა, რომ შეხვედროდა და არაფერს დაუშავებდა. მან გოგონა 2019 წლის ბოლო კუინზლენდის პარკში გააუპატიურა და დაემუქრა, რომ თუ პოლიციას შეატყობინებდა, მას მოკლავდა.

გოგონა მოძალადეს გაექცა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. მათ ის დაიჭირეს. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მას მხოლოდ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გარდა ამისა, მოძალადე მამაკაცი გასულ წლის ნოემბერში პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ნებით მივიდა, თუმცა ის გირაოს სახით გაათავისუფლეს, იმ პირობით, რომ სოციალურ მედიას არ გამოიყენებდა,.

მან რამდენჯერმე დაარღვია ეს პირობა და იანვარში კვლავ დააპატიმრეს იმის გამო, რომ ის ყველას მოკვლით ემუქრებოდა. თუმცა აგვისტოში კვლავ გაათავისუფლეს.

მოსამართლის განცხადებით, მამაკაცს საკუთარი პირადი ინტერესები გააჩნია და მსხვერპლის მიმართ არანაირი სინანულის და დანაშაულის გრძნობა არ გააჩნია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system