თავში

ავსტრალიაში მომაკვდინებელი ვირუსი აღმოაჩინეს

ავსტრალიაში მომაკვდინებელი ვირუსი აღმოაჩინეს
ავსტრალიაში მომაკვდინებელი ვირუსი აღმოაჩინეს

ავსტრალიის სამხრეთში მომაკვდინებელი ვირუსი აღმოაჩინეს. მთავარი ანტიგმირი ისევ ღამურაა, რომელსაც ცოფის მაგვარი ვირუსის გადაცემა შეუძლია ადამიანისთვის კბენის შემთხვევაში. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror ავრცელებს.

ავსტრალიური ღამურის ლისავირუსი პირველად 1996 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ სულ სამი შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე მათგანი ლეტალურად დასრულდა. 

ლისავირუსი ავსტრალიის სამხრეთში ღამურებს დაუდასტურდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი პოტენციური მკვლელები არიან. 

ავსტრალიის ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ისინი და მათი ცხოველები ღამურებს მოარიდონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system