თავში

ავსტრალიაში მუშაობენ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც სუპერბაქტერიებს გამოავლენს

ავსტრალიაში მუშაობენ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც
ავსტრალიაში მუშაობენ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც სუპერბაქტერიებს გამოავლენს

მონაშის უნივერსიტეტი და მელბურნში მდებარე ალფრედის საავადმყოფო ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობენ, რომლის ფუნქცია სუპერბაქტერიების გამოვლენა იქნება.

პროექტი სახელმწიფო ფონდიდან 3,4 მილიონი დოლარით ფინანსდება. ტესტები ალფრედის საავადმყოფოში ჩატარდება.

სუპერბაქტერიების გამოვლენის გარდა, ხელოვნური ინტელექტი მედიკოსებს მკურნალობის ინდივიდუალური კურსის შექმნაში დაეხმარება.

”ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას, გავიგოთ, როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება იმის გასაგებად, თუ როგორ აინფიცირებენ სუპერბაქტერიები ადამიანებს და როგორ ხდება მათი გადაცემა საავადმყოფოს სისტემაში”, - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა მონაწილე მედიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ სუპერბაქტერიები არის ბაქტერიები და სოკოები, რომლებიც მუტაციების პროცესში მდგრადი გახდა  წამლების, მათ შორის ანტიბიოტიკების მიმართ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system