
მელბურნში პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 10 ადამიანი დააპატიმრა, მათ შორის ორი ორგანიზატორი. აქციის მონაწილეები ავსტრალიაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, აქციის მონაწილეების ქცევა ეწინააღმდეგებოდა ჯანდაცვის მინისტრის ამჟამინდელ დირექტივებს, რომელიც დიდ შეკრებებს კრძალავს და სოციალური დისტანცირების წესებს განამტკიცებს.
დაკავებულთა შორის, სამი მომიტინგეს ბოლიციელზე განხორციელებული თავდასხმა ედება ბრალად.