თავში

ავსტრალიაში თაგვების შემოსევაა

ავსტრალიაში თაგვების შემოსევაა
ავსტრალიაში თაგვების შემოსევაა

ავსტრალია, ხანძრების, წყალდიდობებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების შემდეგ, თაგვების შემოსევას ებრძვის, რომელიც ბოლო 3 თვეა გრძელდება და ვითარება უფრო და უფრო იძაბება. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

თაგვები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეინიშნებიან ახალი უელსის შტატში. ექსპერტების ვარაუდით, თაგვების შემოსევა მარცვლეულის უხვმოსავლიანობამ განაპირობა.

ფერმის მუშების თქმით, მღრღნელების რაოდენობა ასობით ათასს შეადგენს. ადგილობრივებს დღეში ერთი ხაფანგიდან 400-500 თაგვი ამოჰყავთ. 

მღრღნელებმა დააზიანეს მოსავალი და გაანადგურეს მარცვლეულის მარაგები.

ამასთან, ავსტრალიის ერთ-ერთ რეგიონულ საავადმყოფოში სამი პაციენტი თაგვებმა დაკბინეს, რის შემდეგაც მათ ცხელება განუვითარდათ. 

ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისაკენ მოუწოდებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system