თავში

ავსტრალიაში ტყის ხანძრებს ორი მეხანძრე ემსხვერპლა

​ავსტრალიაში ტყის ხანძრებს ორი მეხანძრე ემსხვერპლა
ავსტრალიაში ტყის ხანძრებს ორი მეხანძრე ემსხვერპლა

ავსტრალიაში ტყის ხანძრის შედეგად ორი მეხანძრე დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.

მოხალისე მეხანძრეები, 32 წლის ჯეფრი კიტონი და 36 წლის ენდრიუ ოდვეიერი სიდნეის სამხრეთ ნაწილში ხანძრის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში მონაწილეობდნენ, როდესაც მათ ავტომობილს ხე დაეცა. ავტომობილში კიდევ სამი მეხანძრე იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ავსტრალიაში ტყის მასშტაბური ხანძრები ახალი ძალით მძვინვარებს. ქალაქ სიდნეისა და ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხელისუფლებამ ერთკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system