თავში

ავსტრალიაში ტყის ხანძრის განზრახ გაჩენაში 183 ადამიანი დაადანაშაულეს

ავსტრალიაში ტყის ხანძრის განზრახ გაჩენაში 183 ადამიანი დაადანაშაულეს
ავსტრალიაში ტყის ხანძრის განზრახ გაჩენაში 183 ადამიანი დაადანაშაულეს

ავსტრალიაში, კონკრეტულად ახალ სამხრეთ უელსში, ტყის ხანძრის განგებ გაჩენის გამო, სულ მცირე, 24 ადამიანია ბრალდებული. ინფორმაციას ამის შესახებ ახალი სამხრეთ უელსის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით, CNN ავრცელებს.

Daily Sabah-ის ინფორმაციით კი 8 ნოემბრის შემდეგ, ავსტრალიაში ტყის ხანძრის განზრახ გაჩენის ფაქტზე 183 ადამიანი დაადანაშაულეს. ამ ადამიანების წინააღმდეგ განხორციელებული სამართლებრივი დევნა მოიცავდა როგორც გაფრთხილებას, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას.

დაკავებები ახალ სამხრეთ უელსში, ვიქტორიაში, სამხრეთ ავსტრალიაში, ქუინსლენდსა და ტასმანიაში მოხდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებულთა ნაწილმა ანთებული სიგარეტი გადააგდო, ფოიერვერკი გაუშვა ან ხანძრის პრევენციის მიზნით არსებული წესები არ დაიცვა, რამაც ხანძრის გაჩენა გამოიწვია.

ავსტრალიაში ხანძრების შედეგად 2000 საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს. საგანგებო სიტუაციებისა და სახანძრო სამსახური ვითარების გაუარესებისთვის ემზადებიან.

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ დღეს ავსტრალიაში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, რამაც შესაძლოა, ხანძრების გაძლიერება გამოიწვიოს.

ამასობაში, ავსტრალიის ტყის ხანძრების შედეგად წარმოქმნილმა კვამლმა არგენტინამდე და ჩილემდე მიაღწია. ავსტრალიის ტყის ხანძრები გასული წლის ნოემბრიდან გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system