თავში

ავსტრალიაში ზვიგენის თავდასხმას მამაკაცი ემსხვერპლა

ავსტრალიაში ზვიგენის თავდასხმას მამაკაცი ემსხვერპლა
ავსტრალიაში ზვიგენის თავდასხმას მამაკაცი ემსხვერპლა

ავსტრალიაში, კუნძულ ფრეიზერზე ზვიგენის თავდასხმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC ავრცელებს.

კუინზლენდის შტატის პოლიციის ცნობით, მათ მიიღეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მამაკაცს ცურვის დროს ზვიგენი თავს დაესხა.

შემთხვევის ადგილას სამაშველო სამსახური მივიდა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ავსტრალიაში გასული ერთი თვის განმავლობაში. ზვიგენის თავდასხმის შედეგად ადამიანის გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. მანამდე, სამმეტრიანმა ზვიგენმა მამაკაცის სიცოცხლე ახალი სამხრეთ უელსის შტატში იმსხვერპლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system