თავში

ავსტრალიელის სახლში მსოფლიოში ყველაზე საშიში ფრინველი შევარდა

​ავსტრალიელის სახლში მსოფლიოში ყველაზე საშიში ფრინველი შევარდა
ავსტრალიელის სახლში მსოფლიოში ყველაზე საშიში ფრინველი შევარდა
© Tony Fleming/Facebook

ტონი ფლემინგი ავსტრალიიდან სახლის სახელოსნოში მუშაობდა, როდესაც დაინახა, რომ მის ოთახში შემოვარდა ფრინველი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საშიშად ითვლება, ინფორმაციას LADBible ავრცელებს.

მოულოდნელი სტუმარი კაზუარი იყო. ეს ფრინველები სიმაღლეში თითქმის ორ მეტრს აღწევენ და 70 კილოგრამამდე იწონიან. ნადირობის დროს ისინი მსხვერპლს ფეხებით ძლიერად უტრყამენ და 10 სმ სიგრძის კლანჭებით ხევენ. თუმცა ამ ფრინველმა მამაკაცი საერთოდ არ შეაშინა.

"კაზუარები ხშირად დადიან ჩემს ტერიტორიაზე, ღეჭავენ ქლიავს და მიირთმევენ სხვა საკვებს“, - აღნიშნა ტონიმ.

ამასთან, ფლემინგმა აღიარა, რომ თავიდან კაზუარის სტუმრობით სულ არ იყო კმაყოფილი, მაგრამ მიხვდა, რომ ფრინველს, უბრალოდ, მისი ბეღელის დათვალიერება სურდა. მრისხანე გარეგნობის მიუხედავად, ამ სახეობის წარმომადგენლები ძალიან მორცხვები არიან და ცდილობენ, ადამიანებს თავი აარიდონ.

" კაზუარი ადგილობრივ ბიჭს დაესხა თავს. ის გზაზე მიდიოდა და ჩიტი გაეკიდა. ის ადამიანი გადარჩა“, - აღნიშნა ფლემინგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system