თავში

ავსტრალიელმა კარანტინში ქაღალდის ცხენი გააკეთა - PHOTO

​ავსტრალიელმა კარანტინში ქაღალდის ცხენი გააკეთა
ავსტრალიელმა კარანტინში ქაღალდის ცხენი გააკეთა - PHOTO

სიდნეელი დევიდ მაროიტი ავსტრალიის ბრისბენში 10 დღიან სავალდებულო კარანტინის დროს სახალისო საქმით დაკავდა და ქაღალდის პაკეტებით ცხენის კეთება დაიწყო.

ოთხ კედელს შორის გამოკეტილი არტ-დირექტორი მუყაოს ყავისფერ პაკეტებს, რომლითაც მისთვის საკვები მიჰქონდათ, ყოველდღიურად აგროვებდა. დევიდ მაროიტი განიცდიდა, რომ პაკეტებს გადაყრიდნენ და მათი სწორად უტილიზაცია არ მოხდებოდა. ერთ მომენტში მას მუყაოსგან სკულპტურის გაკეთების იდეა მოუვიდა და ცხენის ფიგურაზე მუშაობა დაიწყო.

ფიგურის კორპუსად არტ-დირექტორმა საუთოებელი დაფა გამოიყენა, თავის ადგილას კი მაგიდის ნათურა მიამაგრა. დევიდ მაროიტმა სასტუმროს პერსონალს სკოჩისა და მაკრატლის ყიდვა სთხოვა და მუყაოს ფიგურაზე მუშაობა დაიწყო.

არტ-დირექტორმა ცხენის დასრულებული სკულპტურა, რომელსაც სახელად რასელი დაარქვა,  ვიდეოზარის დროს ოჯახის წევრებსაც გააცნო. დევიდ მაროიტის თქმით, იგი მზად არის ყველას გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება, როგორ შეიძლება დაკავდეს ადამიანი კარანტინის პირობებში სახალისო საქმით, ისე, რომ ჩაკეტილობა და მარტოობა დამთრგუნველი და შემაწუხებელი არ იყოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system