თავში

ავსტრალიელმა მამაკაცმა ლატარიაში 500 ათასი დოლარი მოიგო

ავსტრალიელმა მამაკაცმა ლატარიაში 500 ათასი დოლარი მოიგო
ავსტრალიელმა მამაკაცმა ლატარიაში 500 ათასი დოლარი მოიგო

ავსტრალიელმა მამაკაცმა, რომელიც 40 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე რიცხვებით ლატარიას თამაშობდა, 500 ათასი დოლარი მოიგო.

გამარჯვებულმა ბილეთი ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინა.

მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, რომ წლინახევრის განმავლობაში აღნიშნული პიროვნება მესამე ადამიანია, რომელმაც მათგან შეძენილი ბილეთით სოლიდური თანხა მოიგო.

"ჩვენ ყოველ კვირას ვთამაშობთ ამ რიცხვებით. არ მახსოვს, რატომ ავირჩიეთ ისინი. მხოლოდ ის ვიცი, რომ 40 წლის წინ თითოეულმა ჩვენგანმა ჩამოწერა ციფრები და აირჩია ბილეთი სათამაშოდ. მას შემდეგ ჩვენ ვთამაშობთ", - განაცხადა უცნობმა გამარჯვებულმა.

გამარჯვებულმა ერთსა და იმავე რიცხვებით ლატარიის თამაშის ტრადიცია ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში დაიწყო. ამავდროულად, ყოველკვირეული რიტუალი მან კიდევ ორ ძმასთან ერთად განაგრძო, რომლებიც ასევე გამარჯვებულები არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system