თავში

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ასთმის სამკურნალო საკვებ დანამატს მიაგნეს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ასთმის სამკურნალო საკვებ დანამატს მიაგნეს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა მონაშის უნივერსიტეტიდან შემთხვევით აღმოაჩინეს საკვები დანამატი, რომელიც ასთმით დაავადებულებს დაეხმარება. ინფორმაციას Nine News ავრცელებს.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ამინომჟავა L-თირიოზინი, რომელიც დიეტური დანამატის სახით გამოიყენება, ჩასუნთქვისას ასთმით დაავადებულ პაციენტებში, სასუნთქი გზების ანთების შემცირებით, მდგომარეობას აუმჯობესებს.

ამინომჟავის ეს ანთების საწინააღმდეგო თვისება თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს შემთხვევით აღმოაჩინეს. მეცნიერები მღრღნელების ნაწლავის ფლორაზე იმუნური სისტემის მოქმედებას სწავლობდნენ.

მონაშის უნივერსიტეტის პროფესორი ბენ მარსლანდი მიიჩნევს, რომ ინჰალაციურ პრეპარატს L-თირიოზინთან ერთად მძიმე ასთმის მქონე პაციენტების დახმარება შეუძლია. მისი თქმით, მალე ამ წამლის კლინიკური გამოკვლევები ადამიანებზეც დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system