თავში

ავსტრალიიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰემი პომარას უძველესი ფოტო აღმოაჩნეს

ავსტრალიიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰემი პომარას უძველესი ფოტო აღმოაჩნეს
ავსტრალიიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰემი პომარას უძველესი ფოტო აღმოაჩნეს

მკვლევარებმა ავსტრალიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში,1846 წელს ლონდონში ნაჩვენები, ჰემი პომარას უძველესი ფოტო აღმოაჩინეს.

ჰემი პომარა ჩათამის კუნძულებზე, საკუთარი სახლიდან ბრიტანელმა მოვაჭრეებმა 1840-იანი წლების დასაწყისში გაიტაცეს, მას შემდეგ, რაც მის ოჯახს მეტოქე მაორის ტომი აუჯანყდა. პომარა, ახალ ზელანდიაში 1947 წლის დასაწყისში დაბრუნდა და აქედან იწყება მისი ისტორიული ჩანაწერები, თუმცა, სავარაუდოდ, როგორც ცნობილია, ის ლონდონში დაბრუნდა, როგორც დაქორწინებული მამაკაცი და მამა.

მანამდე პომარას პირველი ვიზუალური გამოსახულება იყო გაცვეთილი აკვარელი, მაგრამ ახლა მკვლევარებმა ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტიდან კანბერაში ახალგაზრდა მოარელი მამაკაცის ფოტო იპოვეს, რომელიც მას 1846 წელს ლონდონშია გადაღებული.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ფოტო, რომელიც ანტუან კლოდეტმა გადაიღო, ადრეული ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშავარია. 

მარტინ ჯოლი, საპატიო ასოცირებული პროფესორი, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში, და ელიზა დეკურსიც, ასევე ANU-ს მკვლევარები, დარწმუნებულები არიან, რომ ფოტო კლოდეტს ეკუთვნის, რადგან  ”კლოდეტის სტუდიის მიღმა ამ დონის ძალიან ცოტა პრაქტიკოსი იქნებოდა, რეალიზმი ფოტოგრაფიის პირველი ათწლეულის განმავლობაში ძალიან იშვიათი მოვლენა იყო”.

”არაჩვეულებრივია ამ პერიოდის ფოტოგრაფიული პორტრეტებისთვის. ჰემი ნაჩვენებია მთელ სიმაღლეზე, რაც საშუალებას აძლევს მას, წარმოაჩინოს თავისი ყველა მახასიათებელი”, - წერენ მკვლევარები.

”ჰემის ბევრი ისტორია ჯერ კიდევ არ არის საჯარო,” - ამბობენ ისინი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system