თავში

ავსტრალიის დედაქალაქის მახლობლად ხანძარი მძვინვარებს

ავსტრალიის დედაქალაქის მახლობლად ხანძარი მძვინვარებს
ავსტრალიის დედაქალაქის მახლობლად ხანძარი მძვინვარებს

ავსტრალიის დედალაქის მახლობლად მდებარე ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა 35,000 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა. მთავრობამ დედაქალაქის, კანბერას ზოგიერთი რაიონის მაცხოვრებლები გააფრთხილა, რომ ევაკუაცია უკვე დაგვიანებული იყო  და მოუწოდა თავშესაფრები მოეძებნათ. დაიხურა მთავარი ავტომაგისტრალი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ოფიციალური პირების განცხადებით, ავსტრალიის დედაქალაქისა და ახალი სამხრეთ უელსის მიწებზე ექვსი ხანძარი დაფიქსირდა.

ექსპერტების ვარაუდით ცხელი და ქარიანი პირობები სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

სექტემბრისდან, ავსტრალიაში გაჩენილი ხანძრების შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა და 11 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი განადგურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system