თავში

ავსტრალიის ხანძრებს 2000-ზე მეტი კოალა ემსხვერპლა

ავსტრალიის ხანძრებს 2000-ზე მეტი კოალა ემსხვერპლა
ავსტრალიის ხანძრებს 2000-ზე მეტი კოალა ემსხვერპლა

ეკოლოგების განცხადებით ავსტრალიის ხანძრების გამო 2000-ზე მეტი კოალა დაიხოცა. ისინი შიშობენ, რომ ეს შეიძლება მათი გადაშენების საბაბიც გახდეს, რადგან მსოფლიოს მაშტაბით მათი რაოდენობა, სულ რაღაც 80,000-ს აღწევს. 

ავსტრალიელმა ეკოლოგმა, დელიან პუღმა Efe news-ს განუცხადა, რომ ბოლოდროინდელმა ხანძარმა რეგიონში მცხოვრები 8,400 კოალის დაახლოებით 25% იმსხვერპლა. მათი განცხადებით, ტყეების განადგურების გამო კოალებმა საკვები და თავშესაფარი დაკარგეს, ამის გამო კი ზოგიერთმა მათგანმა გაქცევა გადაწყვიტა, ხოლო ზოგი შიმშილით დაიღუპა. ისინი გვაფრთხილებენ, რომ დარჩენილი ევკალიპტის ტყეები განსაკუთრებით უნდა დავიცვათ. 

კოალები გარემოს ნებისმიერი ცვლილების მიმართ ძალიან სენსიტიურები არიან. ისინი დღეში 20 საათს ძილსა და დასვენებაში ატარებენ, ხოლო დანარჩენ 4 საათს სხვადასხვა ჯიშის ევკალიპტის ხეების ფოთლების ჭამას უთმობენ. 

ხანძრები, რომლებმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაწვა ასობით სახლი და 13000 კვადრატული კილომეტრი მიწის ნაკვეთი ქვეყნის მასშტაბით, 1 ივლისიდან დაიწყო. ეკოლოგების თქმით, მათი გამომწვევი მიზეზები კლიმატის კრიზისთანაა დაკავშირებული, ავსტრალიის მთავრობა კი დებატების თავიდან აცილებას ცდილობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system