თავში

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა შვებულებისთვის ბოდიში მოიხადა

​ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა შვებულებისთვის ბოდიში მოიხადა
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა შვებულებისთვის ბოდიში მოიხადა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა შვებულების აღებისათვის საზოგადოებას მოდიში მოუხადა. ის ოჯახთან ერთად ჰავაიში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. საზოგადოების აღშფოთება ამ ფაქტმა იმიტომ გამოიწვია, რომ ამ დრომდე ავსტრალიაში ტყის ხანძრები მძვინვარებს. მდგომარეობას მეტად დრამატულს ისიც ხდის, რომ სტიქიასთან ბრძოლას ორი მოხალისე მეხანძრე ემსხვერპლა.

მორისონმა მისი მოგზაურობა მეუღლესთან და შვილთან ერთად შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა. ჟურნალისტებს ის დღეს სასოფლო ხანძრებთან ბრძოლის სერვისცენტრში ესაუბრა.

“მინდა გაგებით მოეკიდოთ ამ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ბევრი ავსტრალიელი სწორად აღიქვამს, თუ რას ნიშნავს, როდესაც შვილისთვის პირობა გაქვს მიცემული და ცდილობ არ დაარღვიო ის. თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრი, მე მაქვს გარკვეული პასუხისმგებლობები და ვეთანხმები ჩემ მიმართ გამოთქმულ ყველანაირ კრიტიკას“.

მორისონმა თქვა, რომ იაზრებს თანამოქალაქეთა დამოკიდებულებას, ვისაც სურს, რომ ქვეყნისთვის რთულ პერიოდში პრემიერ-მინისტრი სამუშაო ადგილზე იყოს „მიუხედავად იმისა, რომ ის გამოცდილი მეხანძრე არ არის“.

ჟურნალისტებმა მთავრობის მეთაურს ჰკითხეს თუ რას უპასუხებდა კრიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლება არ დგამს საჭირო ნაბიჯებს კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ უპრეცედენტო ხანძრებს „ბევრი სხვა ფაქტორი“ განაპირობებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system