თავში

ავსტრალიის ტყეში ცხოველებს საკვები ვერტმფრენებით მიაწოდეს - PHOTO

ავსტრალიის ტყეში ცხოველებს საკვები ვერტმფრენებით მიაწოდეს - PHOTO
ავსტრალიის ტყეში ცხოველებს საკვები ვერტმფრენებით მიაწოდეს - PHOTO

ავსტრალიაში, მშიერ ცხოველებს ათასობით კილოგრამი საკვები, ვერტმფრენის მეშვეობით მიაწოდეს. აღნიშნულის შესახებ ახალი უელსის სახელმწიფო გარემოს დაცვის მინისტრმა, მეთ კინმა Twitter-ზე დაწერა. 

კინის განცხადებით, ცხოველებისთვის საკვების მიწოდება ავსტრალიის ეროვნული პარკებისა და ველური ბუნების სამსახურს დაევალა. საკვები იმ ცხოველებმა მიიღეს, რომლებიც მიუღწეველ, ან ისეთ ადგილებში ცხოვრობენ, რომელიც ტყის ხანძრითაა შემოსაზღვრული.

"დღეს ათასობით კილოგრამი საკვები დავარიგეთ. ძირითადად ტკბილი კარტოფილი და სტაფილო" - განაცხადა მინისტრმა. 

კინმა Twitter-ზე სურათიც გამოაქვეყნა, რომელშიც კენგურუ სტაფილოს მიირთმევს.

ბოლო ინფორმაციით, ავსტრალიაში ხანძრების შედეგად 800 მილიონზე მეტი ცხოველი დაიღუპა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system