თავში

ავსტრია ნაციზმის მსხვერპლთა შთამომავლებს მოქალაქეობას მისცემს

ავსტრია ნაციზმის მსხვერპლთა შთამომავლებს მოქალაქეობას მისცემს
ავსტრია ნაციზმის მსხვერპლთა შთამომავლებს მოქალაქეობას მისცემს

ვენის პარლამენტმა კენჭი უყარა კანონპროექტს, რომელიც მესამე რაიხის მსხვერპლთა შთამომავლებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს.

კანონის თანახმად, ავსტრიის მოქალაქეობის მოთხოვნა ნაცისტური რეჟიმის მიერ დაზარალებულთა შთამომავლებს შეუძლიათ. აქამდე, განაცხადის შეტანა მხოლოდ ჰოლოკოსტის დროს დაზარალებულებს შეეძლოთ.

ახალი კანონი ვრცელდება იმ ადამიანების შთამომავლებზე, ვინც ნაცისტური რეჟიმის დევნის დროს, ავსტრიის მოქალაქეობას, ან ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში შემავალი რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობას ფლობდა. ავსტრია, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას არ ანიჭებს, ამ შემთხვევაში გამონაკლისს დაუშვებს.

კანონპროექტი ავსტრიის პარლამენტში კანცლერ სებასტიან კურცის ხელმძღვანელობით კონსერვატიულ-მემარჯვენე კოალიციურმა მთავრობამ კურცის თანამდებობიდან გადაყენებამდე წარადგინა. სებასტიან კურცი კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობიდან მიმდინარე წლის მაისში გაუშვეს.

კურცის სახალხო პარტიამ, რომელიც 29 სექტემბრის საყოველთაო არჩევნებში კიდევ ერთხელ შეეცდება გამარჯვებას, 18 თვის განმავლობაში, კოალიციურ მოკავშირეებთან ერთად, რამდენიმე დიპლომატიური ჟესტით მიმართა ისრაელს.

ვენის ებრაელთა საზოგადოების ლიდერი ამ გადაწყვეტილებას უკვე მიესალმა.

.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system