თავში

ავსტრია სამ ქვეყანასთან საზღვარს 15 ივნისიდან სრულად გახსნის

ავსტრია სამ ქვეყანასთან საზღვარს 15 ივნისიდან სრულად გახსნის
ავსტრია სამ ქვეყანასთან საზღვარს 15 ივნისიდან სრულად გახსნის

ავსტრიის საზღვრები, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შემაკავებელი ზომების შემსუბუქების ფარგლებში,  ჩეხეთის რესპუბლიკასთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან 15 ივნისს სრულად გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

მანამდე, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის მიზნით, გეგმის პირველი ნაწილის ფარგლებში ასევე სრულად გაიხსნება საზღვრები გერმანიას, ავსტრიას, შვეიცარიასა და ლიხტენშტეინს შორის. მეორეს მხრივ, იტალიასთან შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება.

ოთხშაბათს, ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებს საზღვრების გახსნისკენ მოუწოდა, თუმცა ინფექციის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზნით აღნიშნული რეგულაციები ივნისის შუა რიცხვებამდე კვლავ ძალაში დარჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system