თავში

ავსტრიამ, შესაძლოა, COVID-ვაქცინის მილიონობით დოზა დაკარგოს

ავსტრიამ, შესაძლოა, COVID-ვაქცინის მილიონობით დოზა დაკარგოს
ავსტრიამ, შესაძლოა, COVID-ვაქცინის მილიონობით დოზა დაკარგოს

ავსტრიის ხელისუფლება კორონავირუსის ვაქცინების მილიონობით დოზის დაკარგვის რისკის წინაშე დგას. ამის მიზეზი ისაა, რომ ვაქცინებს ვადა გასდის. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ავსტრიული გაზეთი Kurrier ავრცელებს.

"კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს შედარებით მოკლე ვადა აქვთ. ვაქცინაციის სრული მოცვოს შემთხვევაშიც კი მარტის ბოლომდე მარაგში ათი მილიონი დოზა დარჩება", - ნათქვამია სტატიაში.

ამჟამად ქვეყანაში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ კარგია, ვაქცინის 7 მილიონი დოზაა გამოუყენებელი.

ამასთან, პრობლემურია უცხოეთის მთავრობებისთვის ვაქცინების გადაცემის საკითხიც. კერძოდ, მწარმოებლები შემდგომ ტრანსფერებზე ინარჩუნებენ ვეტოს უფლებას. ეს განსაკუთრებით Moderna-ს ვაქცინას ეხება. ახლა ავსტრიის საწყობებში ამ ვაქცინის 3,3 მილიონი დოზაა, ამიტომ ასობით ათასი დოზის დაკარგვის საფრთხე არსებობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system