თავში

ავსტრიას ახალი კანცლერი ჰყავს - განახლებულია

ავსტრიას ახალი კანცლერი ჰყავს
ავსტრიას ახალი კანცლერი ჰყავს - განახლებულია

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა ვენის საპრეზიდნეტო დარბაზში ფიცი დადო და ქვეყნის კანცლერის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.

-09:07- 

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალენბერგი ქვეყნის კანცლერი გახდება. ფიცის დადების ცერემონია დღეს გაიმართება. ინფორმაციას DW ავრცელებს.

ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ქვეყანაში სამთავრობო კრიზისი დასრულებულად გამოაცხადა და ყველას მოუწოდა, მთელი ძალისხმევა ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობისკენ მიმართონ.

ცნობისთვის, ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა თანამდებობა მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ფონზე დატოვა. ავსტრიის პროკურატურის ინფორმაციის, კურცი და კიდევ 9 სხვა პირი ნდობის ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაში არიან ეჭმიტანილნი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system