თავში

ავსტრიას ახალი კანცლერი ჰყავს

​ავსტრიას ახალი კანცლერი ჰყავს
ავსტრიას ახალი კანცლერი ჰყავს

ავსტრიის ახალი კანცლერი 49 წლის ავსტრიელი პოლიტიკოსი კარლ ნეჰამერი გახდა, რომელიც ყოფილი კანცლერის, სებასტიან კურცის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

დღეს, ავსტრიის სახალხო პარტიის გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, რომ ნეჰამერი პარტია უხელმძღვანელებს და, შესაბამისად, ახალი კანცლერი გახდება.

ცნობისთვის, ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა თანამდებობა მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ფონზე დატოვა. ავსტრიის პროკურატურის ინფორმაციის, კურცი და კიდევ 9 სხვა პირი ნდობის ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაში არიან ეჭმიტანილნი. 

ცოტა ხნის წინ კი ავსტრიის ყოფილმა კანცლერმა, კურცმა განაცხადა, რომ ავსტრიის სახალხო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და ეროვნული პოლიტიკიდან საერთოდ მიდის. კურცმა ეს გადაწყვეტილება ვაჟის დაბადების შემდეგ მიიღო. პარტიის ლიდერი ლიდერი შინაგან საქმეთა მინისტრი კარლ ნეჰამერი უნდა გახდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system