თავში

ავსტრიას სურს, 2040 წლამდე "კლიმატურად ნეიტრალური" გახდეს

ავსტრიას სურს, 2040 წლამდე "კლიმატურად ნეიტრალური" გახდეს
ავსტრიას სურს, 2040 წლამდე კლიმატურად ნეიტრალური გახდეს

ავსტრიას გეგმავს, რომ 2040 წლამდე "კლიმატურად ნეიტრალური" გახდეს. შესაბამისი დებულება სამთავრობო კოალიციის - "ავსტრიის სახალხო პარტიასა" და "მწვანეთა პარტიას" შორის გაფორმებულ პაქტშია ჩაწერილი, რომელიც 2020-2024 წლების სამოქმედო გეგმას მოიცავს. 

”ჩვენ კლიმატის დაცვის ზომებს სამართლიანობის დაცვის განსაკუთრებულ შანსად მივიჩნევთ, ისევე როგორც ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების სამომავლო განვითარებას ავსტრიაში. ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ - ავსტრიას ამის საუკეთესო წინაპირობები აქვს. ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ მიზანს - "კლიმატურად ნეიტრალური" ავსტრია არა უგვიანეს 2040 წლისა. ჩვენ ევროპაში კლიმატის დაცვის პიონერები შეიძლება გავხდეთ. ჩვენთვის ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ბირთვული ენერგია არ შეიძლება იყოს ალტერნატივა და მხოლოდ განახლებადი ენერგიის წყაროებზე ვართ ფოკუსირებულნი”, - ნათქვამია პრეამბულაში, რომელიც კლიმატის დაცვასა და ენერგეტიკას. 

"კლიმატური ნეიტრალიტეტის" მიღწევის გარდა, ახალ ფედერალურ მთავრობას ასევე სურს, რომ ავსტრია 2030 წლისთვის "მწვანე ელექტროენერგიით" 100%-იანი უზრუნველყოფა ჰქონდეს. ამავდროულად, ავსტრიის ახალ მთავრობას სურს, ფოკუსირება წყალბადის ენერგიის განვითარებაზე მოახდინოს: ახალი წყალბადის სტრატეგიის შემუშავებაზე, წყალბადის ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებაზე ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროებში.

"მიზანი: "ავსტრია წყალბადის No.1 ქვეყანა მსოფლიოში", - ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში.



 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system