თავში

ავსტრიაში 3D დაბეჭდილი, მცენარეული ორაგული შექმნეს

ავსტრიაში 3D დაბეჭდილი, მცენარეული ორაგული შექმნეს
ავსტრიაში 3D დაბეჭდილი, მცენარეული ორაგული შექმნეს

ავსტრიაში დაფუძნებულმა Revo Foods-მა შექმნა 3D დაბეჭდილი ორაგული ვეგანური ინგრედიენტებით. ის 11 ინგრედიენტისგან შედგება, რომელთა შორის წყალმცენარეების ექსტრაქტები და პარკოსნების ცილებია.

კომპანიის განცხადებით, რომ ბაზარზე მცენარეული წარმოშობის თევზი პრაქტიკულად არ არსებობს. კომპანია ხაზს უსვამს, რომ 3D დაბეჭდილი ორაგულში მძიმე მეტალები და ანტიბიოტიკები არ არის. ორგანიზაციამ ასევე განაცხადა, რომ საცდელი პარტიას თევზთან მიახლოებული გემო აქვს.

"ჩვენ შეგვიძლია, შევინარჩუნოთ ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები და ვიტამინები, რადგან ჩვენი მიზანია არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ჯანმრთელი პროდუქტების შეთავაზება. ჩვენ უკვე გვაქვს დისტრიბუტორების ძლიერი მხარდაჭერა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ასევე ველოდებით რესტორნებსა და კაფეებს, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებიან ჩვენი პროდუქციის რეალიზაციით" - განაცხადეს კომპანიაში.

ბოსტნეულის ორაგულის გაყიდვა ზაფხულის ბოლოს იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system