ავსტრიაში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა ვენაში აქცია გამართეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.
აზერბაიჯანის მხარდასაჭერი აქცია ჰელდენ-პლაცის მოედანზე გაიმართა. მომიტინგეებმა მკაცრად დაგმეს, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ, აზერბაიჯანის ქალაქ განჯასა და სხვა დასახლებების დაბომბვა.
აქციის მონაწილეები სხვადასხვა ენაზე აჟღერებდნენ ლოზუნგებს: "ყარაბაღი აზერბაიჯანია!", "აზერბაიჯანს სურს მშვიდობა!", "განჯა არ არის ფრონტის ხაზი!", "სამოქალაქო პირები ხელშეუხებელნი არიან!", "ჩვენ არას ვეუბნებით ტერორიზმს!"," ბოლო მოეღოს ბავშვების მკვლელობას! "," შესრულდეს გაერო-ს რეზოლუციები! " და ა.შ.