თავში

ავსტრიაში, ჩეჩენი ბლოგერის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირი დააკავეს

ავსტრიაში, ჩეჩენი ბლოგერის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირი დააკავეს
ავსტრიაში, ჩეჩენი ბლოგერის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირი დააკავეს

ავსტირაში ჩეჩენი ბლოგერის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 43 წლის მამიხან უმაროვიის მკვლელობის ბრალდებით, ორი რუსი პირია დაკავებული.
შეგახსენებთ, ავსტრიაში, ვენის მახლობლად მდებარე ქალაქ გერასდორფში, წარმოშობით ჩეჩენი თავშესაფრის მაძიებელი მოკლეს. რუსული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს აკრიტიკებდა.
 მამაკაცს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი.

ავსტრიის სპეცრაზმმა მსროლელი ქალაქ ლინცში დააკავა. მკვლელობის მოტივები ამ დროისთვის უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system