თავში

ავსტრიაში COVID-19-ზე ტესტირება ყველა მოქალაქეს ჩაუტარდება

ავსტრიაში COVID-19-ზე ტესტირება ყველა მოქალაქეს ჩაუტარდება
ავსტრიაში COVID-19-ზე ტესტირება ყველა მოქალაქეს ჩაუტარდება

ავსტრიის კანცლერის სებასტიან კურცის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, COVID-19-ზე ტესტირებას თითოეულ მოქალაქეს ჩაუტარებენ. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ "საყოველთაო" ტესტირება აქამდე უკვე ჩატარდა სლოვაკეთში.

ავსტრიაში საყოველთაო ტესტირების დეტალურ გეგმას მომავალ კვირაში წარადგენენ. წინასწარი ინფორმაციით, მოქალაქეებს ტესტირება 6 დეკემბრამდე ჩაუტარდებათ.

ავსტრიაში 17 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე სრული ჩაკეტვა, ე.წ. ლოქდაუნი ცხადდება. 

სლოვაკეთი იყო პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც "საყოველთაო" ტესტირება დაიწყო. 23 ოქტომბრიდან, ქვეყნის ორ რეგიონში, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა, სამი დღის განმავლობაში ტესტირება 141 ათას ადამიანს ჩაუტარდა. ქვეყნის დანარჩენ ნაწილში ტესტირება 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს ჩატარდა.

სლოვაკეთში ტესტირება გაიარა 10 წელს მიღწეულმა ყველა პირმა. შედეგად, სლოვაკეთმა მოსახლეობის ორი მესამედის - 3,6 მილიონზე მეტი ადამიანის შემოწმება შეძლო. კორონავირუსი ამათგან მხოლოდ 1%-ს დაუდასტურდა. ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ნოემბერში ფართო ტესტირების კიდევ ერთი რაუნდის ჩატარება გეგმავს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system