თავში

ავსტრიაში ერთ დღეში სამი ბანკი გაძარცვეს

ავსტრიაში ერთ დღეში სამი ბანკი გაძარცვეს
ავსტრიაში ერთ დღეში სამი ბანკი გაძარცვეს

ავსტრიაში, ქალაქ ვენაში თავდამსხმელთა ჯგუფმა ერთ დღეში სამი ბანკის ინდივიდუალური სეიფები გაძარცვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

პოლიცია მიიჩნევს, რომ ძარცვა ექვსკაციანმა ჯგუფმა ჩაიდინა. ბანკებში დამონტაჟებულ უსაფრთხოების კამერებზე ჩანს, თუ როგორ ტოვებენ მძარცველები შენობას შავი ხელჩანთებითა და ზურგჩანთებით.

ამ დროისათვის უცნობია, თუ როგორ მოახერხეს დამნაშავეებმა უსაფრთხოებისა და დაცვის სისტემის გვერდის ავლა. ასევე დაუდგენელია, საცავებიდან მოპარული თანხის ოდენობა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მძარცველები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცავები დამნაშავეების იდენტიფიკაციას ცდილობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system