თავში

ავსტრიაში კორონავირუსისგან 95 წლის პაციენტი განიკურნა

ავსტრიაში კორონავირუსისგან 95 წლის პაციენტი განიკურნა
ავსტრიაში კორონავირუსისგან 95 წლის პაციენტი განიკურნა

ავსტრიაში, ქალაქ ინსბრუკში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექციისგან 95 წლის მამაკაცი განიკურნა, რომელმაც საავადმყოფო დღეს დილით დატოვა. ამის შესახებ გამოცემა Kurier იუწყება.

პაციენტს COVID-19-ის პირველადი სიმპტომები, კერძოდ სისუსტე, ცხელება და ხველა 15 მარტიდან აღენიშნებოდა, რის გამოც, 18 მარტს ინფექციური დაავადებების განყოფილებაში მოათავსეს.

ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდებოდა. ხოლო, სამი კვირის შემდეგ, კორონავირუსზე ჩატარებულმა ორმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. 

”ეს სასწაული იმას მოწმობს, რომ ამ დაავადება გადატანა ასეთ ხანდაზმულ ასაკშიც შესაძლებელია”, - განაცხადა ინფექციური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა, როზა ბელმან-ვეილერმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ავსტრიაში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვმა 243 მიაღწია, ხოლო 12.5 ათასი ადამიანი ინფიცირებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system