თავში

ავსტრიაში კოვიდშეზღუდვები გამკაცრდა

​ავსტრიაში კოვიდშეზღუდვები გამკაცრდა
ავსტრიაში კოვიდშეზღუდვები გამკაცრდა

დღეიდან ავსტრიაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდება. მკაცრდება პირბადეების რეჟიმი, პირველ რიგში, არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებით, სასურსათო მაღაზიებში, სუპერმარკეტებში, აფთიაქებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველა მოქალაქემ პირბადე-რესპირატორი FFP2 უნდა ატაროს.

არავაქცინირებულებს FFP2-ის ტარება ყველა სხვა მაღაზიაშიც, ასვე მუზეუმებში და ბიბლიოთეკებში მოუწევთ, სადაც ვაქცინირებულებს, შესაძლოა, პირბადე არ მოსთხოვონ.

ამასთან, არავაქცინირებულებმა კონცერტებსა და თეატრალური წარმოდგენებზე დასასწრებად კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ. ანტიგენზე სწრაფი ტესტების ვადა კი 48 საათის ნაცვლად 24 საათით განისაზღვრა.

ავსტრიაში კორონავირუსზე 5,4 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი, რაც მთელი მოსახლეობის 60% შეადგენს. ამასთან, ვაქცინის პირველი დოზა 62,8%-ს აქვს მიღებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system