თავში

ავსტრიაში ქურდმა 20 ტონა შოკოლადი მოიპარა

​ავსტრიაში ქურდმა 20 ტონა შოკოლადი მოიპარა
ავსტრიაში ქურდმა 20 ტონა შოკოლადი მოიპარა

ქურდმა ავსტრიაში ერთი ტრაილერი ტკბილეული, 50 000 ევროს ღირებულების Milka-ს შოკოლადი მოიპარა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ავსტრიის პოლიციის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები, ბოლო პერიოდში, საკმაოდ გახშირდა ავსტრიაში.

საწარმომ ადგილობრივ კომპანიას 20 ტონა Milka-ს შოკოლადის ავსტრიიდან, ქალაქ ბლუდენციდან ბელგიაში ტრანსპორტირება შეუკვეთა. ავსტრიულმა კომპანიამ საქმე უნგრულ კომპანიას გადასცა შესასრულებლად, რომელმაც ტკბილეულის ტრანსპორტირება კონტრაქტორ ჩეხურ კომპანიას დაავალა.

ავსტრიული მედიის ინფორმაციით, მძღოლს, რომელიც საწარმოში ტკბილეულის გასატანად მივიდა, ყალბი საბუთები ჰქონდა. ყალბი იყო მანქანის ნომრებიც.

შოკოლადის ქურდობის ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გაირკვა, რაც ბელგიამ შოკოლადის შეკვეთილი პარტია ვერ მიიღო. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტრაილერი, რომლითაც ქურდმა 20 ტონა შოკოლადი გაიტანა, მოპარული იყო. არც საბუთებში მითითებული გვარისა და სახელის პირი მუშაობდა ჩეხურ გადამზიდავ კომპანიაში. მოპარული შოკოლადი ისე გაქრა, რომ, სამართალდამცავებმა მის კვალს ვერ მიაგნეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system