თავში

ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში სებასტიან კურცის პარტია იმარჯვებს

​ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში სებასტიან კურცის პარტია იმარჯვებს
ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში სებასტიან კურცის პარტია იმარჯვებს

ავსტრიის სახალხო კონსერვატიულმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 38,4 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ბოლო მონაცემებით, პარტია საკანონმდებლო ორგანოში 73 ადგილს მიღებს, მისი ლიდერი სებასტიან კურცი კი, შესაძლოა, კანცლერი კვლავ გახდეს.

სებასტიან კურცს გამარჯვება ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დერ ბელენმა უკვე მიულოცა.

„უახლოეს დღეებში მე გავმართავ მოლაპარაკებებს პარლამენტში მოხვედრილი ყველა პარტიის წარმომადგენელთან და გამარჯვებულს მთავრობის ფორმირების მანდატს გადავცემ“, - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.

სებასტიან კურცის განცხადებით, ის მოლაპარაკებებს ყველა პარტიასთან გამართავს, მიუხედავად იმისა, რომ დამაჯერებელი გამარჯვება მას ხვდა წილად.

„ჩვენ ასეთ შედეგს არ ველოდით. ეს ჩვენთვის ისტორიული დღეა. ასეთი დიდი სხვაობა პირველ და მეორე ადგილებს შორის ჯერ არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა“, - აღნიშნა კურცმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system