თავში

ავსტრიის ფოსტა 18 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

​ავსტრიის ფოსტა 18 მილიონი ევროთი დააჯარიმეს
ავსტრიის ფოსტა 18 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

ავსტრიის ფოსტა იძულებულია, ჯარიმის სახით 18 მილიონი ევრო გადაიხადოს. მას კლიენტების პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ინფორმაციის მოგროვებასა და გაყიდვაში ადანაშაულებენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება ავსტრიის მონაცემთა დაცვის სამმართველომ მას შემდეგ მიიღო, რაც დაადგინა, რომ საფოსტო სამსახური კონფიდენციალობის წესებს არღვევდა.

იანვარში ჟურნალისტური გამოძიების პლატფორმა Addendum-მა განაცხადა, რომ ავსტრიის ფოსტა დაახლოებით 3 მილიონი კლიენტის სახელების, მისამართებისა და ასაკის შესახებ ინფორმაციას მარკეტინგულ კომპანიებს აწვდიდა.

ანგარიშის გამოწვეყნების შემდეგ საფოსტო ოპერატორების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კლიენტების მონაცემთა ბაზას წაშლიდნენ და რესტრუქტურიზაციას ჩაატარებდნენ.

ავსტრიის ფოსტა ჯარიმის გასაჩივრებას აპირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system