თავში

ავსტრიის კანცლერი არავაქცინირებულებს ჩაკეტვით ემუქრება

ავსტრიის კანცლერი არავაქცინირებულებს ჩაკეტვით ემუქრება
ავსტრიის კანცლერი არავაქცინირებულებს ჩაკეტვით ემუქრება

ავსტრიის კანცლერმა, ალექსანდრე შალენბერგმა განაცხადა, რომ შესაძლოა არავაქცინირებული ადამიანებისათვის ახალი შეზღუდვები დაწესდეს, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზრდება. 

ეს განცხადება შალენბერგსა და სახელმწიფოს ლიდერებს შორის პარასკევს საღამოს გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

კანცლერი აღნიშნავს, რომ თუ COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვი რეანიმაციულ განყოფილებებში 25%-ს მიაღწევს, კვების ობიექტებში, სასტუმროებსა და რიგ დაწესებულებებში, მხოლოდ ვაქცინირებულებს ან ახალ ვირუსგადატანილებს დაუშვებენ. ხოლო, თუ ქვეყანაში არსებული ინტენსიური თერაპიის ადგილების ერთი მესამედი დაკავდება კოვიდპაციენტებით, ამ შემთხვევაში, არავაქცინირებულ ადამიანებს გადაადგილება შეეზღუდებათ და სახლიდან გასვლის საშუალება მხოლოდ განსაკუთრებული მიზნებით შეეძლებათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system