
ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის "სახალხო პარტია" 800 000 ევროთი დააჯარიმეს. მიზეზი, 2017 წლის არჩევნების დროს, ლიმიტით დაწესებული ხარჯების გადამეტება იყო.
ჯარიმა პარტიას დამოუკიდებელმა მაკონტროლებელმა ორგანომ დააკისრა, რომელიც პოლიტიკური პარტიების საქმიანობის გამჭვირვალობას აკვირდება. "სახალხო პარტიას", უკანონო შემოწირულობის მიღების გამო, დამატებით კიდევ 80 000 ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევს. პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ, შემოწირულობის სახით, ტბა მონძეზე მიწის ნაკვეთი მიიღო.
პოლიტიკურ პარტიებს ავსტრიაში არჩევნებზე მაქსიმუმ 7 მილიონი ევროს დახარჯვა შეუძლიათ.
ორი წლის წინ, არჩევნებში "სახალხო პარტიამ" კანცლერობის მთავრი კანდიდატის, სებასტიან კურცის ხელმძღვანელობით, 12,96 მილიონი ევრო, კანონით განსაზღვრულზე 2-ჯერ მეტი, დახარჯა.
საქმის განხილვისას პარტიაში განაცხადეს, რომ გაზრდილი ხარჯები პარტიის მრავალშტოვანი სტრუქტურით იყო განპირობებული.
მედეა ცხოვრებაძე
ავტორი