თავში

ავსტრიის კანცლერს კორუფციაში ადანაშაულებენ

​ავსტრიის კანცლერს კორუფციაში ადანაშაულებენ
ავსტრიის კანცლერს კორუფციაში ადანაშაულებენ

ავსტრიის კანცლერს სებასტიან კურცსა და მინისტრთა კაბინეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ბერჰარდ ბონელის კორუფციასა და ცრუ ჩვენების მიცემაში დასდეს ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას Süddeutsche Zeitung ავრცელებს. საუბარია ეგრეთ წოდებული "იბიცას საქმის" გამოძიებაზე. პროკურატურა მაღალჩინოსნებს, საკუთარი კორუფციული საქმიანობის დამალვის მიზნით, საპარლამენტო კომისიისთვის ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.

ავსტრიის კანცლერი თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის აღძვრის შემთხვევაშიც კი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს, რადგან კანონი არ დაურღვევია და კომისიის ყველა კითხვას კეთილსინდისიერად უპასუხა.

იბიცას საქმე სერიოზული პოლიტიკური სკანდალია, რომელიც ავსტრიაში 2019 წლის მაისში აგორდა. მაშინ მედიასაშუალებებმა ვიდეო გაავრცელეს, სადაც ქვეყნის ყოფილი ვიცე-კანცლერი ჰაინც-ქრისტიან შტრახე 2017 არჩევნებში ჩარევისა და თავისუფლების შეზღუდვის საკითხებს განიხილავს. ვიდეოს გამოქვეყნებას, კანცლერი კურცის ჩათვლით, მთელი მთავრობის გადადგომა მოჰყვა. ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, სადაც სებასტიან კურცმა 38,4%-ით გაიმარჯვა და ისევ ხელისუფლების სათავეში მოვიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system