თავში

ავსტრიის მაღაზიებში შესვლა COVID-19-ზე უარყოფითი ტესტის გარეშე აიკრძალება

ავსტრიის მაღაზიებში შესვლა COVID-19-ზე უარყოფით
ავსტრიის მაღაზიებში შესვლა COVID-19-ზე უარყოფითი ტესტის გარეშე აიკრძალება

აღმოსავლეთ ავსტრიაში, აღდგომის კვირაში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების გამო ახალი შეზღუდვები შედის ძალაში. ამის შესახებ ავსტრიის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა რუდოლფ ანშობერმა განაცხადა.

მან კორონავრუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამკაცრება ვენაში და ქვეყნის ორ აღმოსავლეთ რეგიონში გამოაცხადა. მისივე თქმით, ამ სამ რეგიონში COVID-19-ის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება და ასეთი ზომები ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია.

შეზღუდვები ძალაში 7 აპრილს შედის. ახალი რეგულაციების თანახმად, პირს მაღაზიაში არ შეუშვებენ, თუ ის კორონავირუსზე ტესტის უარყოფით პასუხს არ წარადგენს. ამასთან, საუბარია მხოლოდ იმ მაღაზიებზე, რომლებიც არ შეიცავს პირველადი აუცილებლობის საქონელს.

გარდა ამისა, 1 მაისიდან იკეტება არასასურსათო მაღაზიები, მასაჟის დარბაზები და სილამაზის სალონები. მთავრობამ ასევე გაამკაცრა პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. ახლა მათი ტარება მოქალაქეებს მოეთხოვებათ არა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში, არამედ ხალხმრავალ ღია სივრცეებშიც.

ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ასეთი გადამწყვეტი მოქმედება აუცილებელია, რადგან ექსპერტების ბოლოდროინდელი პროგნოზები აღმოსავლეთ ავსტრიაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგაშოა.

ავსტრიაში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 3289-ით გაიზარდა და 523 269 მიაღწია. პანდემიის პერიოდში COVID-19-ს 9,151 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system