თავში

ავსტრიის პარლამენტი ევთანაზიის წესებს დასამტკიცებლად განიხილავს

ავსტრიის პარლამენტი ევთანაზიის წესებს დასამტკიცებლად განიხილავს
ავსტრიის პარლამენტი ევთანაზიის წესებს დასამტკიცებლად განიხილავს

ავსტრიის ხელისუფლებამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი მძიმე ავადმყოფებისთვის თვითმკვლელობისას სამართლებრივი დახმარებისა და ევთანაზიის განხორციელების წესების შესახებ. 

CNN-ის ცნობით, კანონპროექტი აზუსტებს შესაბამის პირობებს, რომლის მიხედვით, სამომავლოდ შესაძლებელი გახდება "ხელშეწყობით თვითმკვლელობა", ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გასული წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვით, ევთანაზიის აკრძალვა იყო არაკონსტიტუციური, რადგან ეს პირის თვითგამორკვევის უფლებას არღვევს.

მიმდინარე წლის დასაწყისში ესპანეთი იყო ევროკავშირის რიგით მეოთხე ქვეყანა ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის შემდეგ, რომელმაც ევთანაზია მას შემდეგ დაუშვა, რაც ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნულს მხარი დაუჭირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system