თავში

ავტობუსი კლდიდან გადავარდა, დაღუპულია 5 მგზავრი

ავტობუსი კლდიდან გადავარდა, დაღუპულია 5 მგზავრი
ავტობუსი კლდიდან გადავარდა, დაღუპულია 5 მგზავრი

ვიეტნამში, კონტუმის პროვინციაში ავტობუსის კლდიდან გადავარდნის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 28 დაშავდა, ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა VnExpress იუწყება.

ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა. სამგზავრო ავტობუსი, რომელშიც სულ 40 მგზავრი, მათ შორის ექვსი ბავშვი იმყოფებოდა, ხეობაში 20 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მძღოლის თქმით, უბედური შემთხვევა სამუხრუჭე შეცდომის გამო მოხდა. ვიეტნამის ვიცე-პრემიერ მინისტრმა, ადგილობრივ ხელისუფლებას ავტობუსის მძღოლის ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე შემოწმება დაავალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system