თავში

ავტობუსის ავარიისას 8 ბავშვი და 3 ზრდასრული დაშავდა

ავტობუსის ავარიისას 8 ბავშვი და 3 ზრდასრული დაშავდა
ავტობუსის ავარიისას  8 ბავშვი და 3 ზრდასრული  დაშავდა

იაპონიაში საბავშვო ბაღის ავტობუსი და ამწეკრანიანი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავტობუსს ბავშვები საცურაო აუზიდან ბაღში მიჰყავდა.

8 ბავშვი, ორი მძღოლი და ერთი მასწავლებელი დაშავდა. ავტობუსის მძღოლმა ფეხის სერიოზული დაზიანება მიიღო. დანარჩენები შედარებით მსუბუქად არიან დაშავებულები. ტრანსპორტში 16 არასრულწლოვანი იჯდა.

საგზაო შემთხვევის მიზეზებს სამართალდამცავები არკვევენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system