თავში

ავტობუსში კაცს პირბადის ნაცვლად, გველი ჰყავდა შემოხვეული - PHOTO - VIDEO

​ავტობუსში კაცს პირბადის ნაცვლად, გველი ჰყავდა შემოხვეული
ავტობუსში კაცს პირბადის ნაცვლად, გველი ჰყავდა შემოხვეული - PHOTO - VIDEO

დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის ავტობუსში უჩვეულო სცენა დაფიქსირდა. ტრანსპორტში ავიდა მამაკაცი, რომელსაც სახეზე ძალიან უცნაური პირბადე ეკეთა. მას ყელზე და სახეზე, როგორც დამცავი ნიღაბი, რაღაც უზარმაზარი ჰქონდა შემოხვეული. დიდი პირბადე საბოლოო ჯამში უზარმაზარი გველი აღმოჩნდა.

დიდ ბრიტანეთში კოროვირუსის ნაპანდემიის პირობებში ტრანსპორტში პირბადის გარეშე მგზავრობა აკრძალულია. თუმცა, ახალი რეგულაციის თანახმად, სამედიცინო ნიღბის ტარება აუცილებელი არ არის. მგზავრს რაიმე პირბადე, თუმდაც შარფი, ან ბენდენა შეუძლია ეკეთოს, მთავარია ცხვირ-პირი დაფარული ჰქონდეს.

ქვეყანაში, სადაც ექსცენტრული ქცევა არ უკვირთ და თუ კანონი არ ირღვევა, ის არც აკრძალულია, მგზავრისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ყველამ ჩათვალა, რომ მას სახეზე რაღაც დიდი ნიღაბი ჰქონდა ახვეული. უცნაურმა პირბადემ ცოტა ხანში მოძრაობა დაიწყო, ის სახიდან ქვევით ჩაცურდა და ავტობუსის სახელურს შემოეხვია. ერთ-ერთმა მგზავრმა უცნაურ მგზავრს ფოტო გადაუღო.

მანჩესტერის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ კანონის ინტერპრეტაცია ბევრნაირად არის შესაძლებელი, მაგრამ ყველაფერს საზღვრები აქვს და ქვეწარმავალი ნიღბად ვერანაირად ვერ იქნება გამოყენებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მგზავრების უსაფრთხოება. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. გაიშიფრება ვიდეოდაკვირვების კამერები და დაიკითხება ავტობუსის მძღოლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system