თავში

ავტოსაგზაო შემთხვევას ხორვატიაში ათი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ხორვატიაში ათი ადამიანი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას ხორვატიაში ათი ადამიანი ემსხვერპლა

ხორვატიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა.

ავარია ქალაქ სლავონსკი ბროდთან, დედაქალაქ ზაგრებსა და სერბეთის საზღვარს შორის მდებარე მაგისტალზე მოხდა. მგზავრებით სავსე ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

ინციდენტის შედეგად, დაშავებულია სულ მცირე 30 ადამიანი.

შემთხვევის ადგილი, ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საავტომობილო გზაა, რომელიც ტურიზმისა და დასავლეთ ევროპაში დასაქმებულთა ხორვატიაში დაბრუნების გამო ზაფხულის პერიოდში  განსაკუთრებით დატვირთულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system