თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - განახლებულია
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბარდას რაიონის სოფელ აირიჯის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

-15:02-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ტერტერის, აღდამის და აღჯაბედის რაიონის სოფლებს ესვრიან.

"აზერბაიჯანის არმია სომხეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საპასუხო მოქმედებებს ახორციელებს", - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

-10:54-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ, ფრონტზე ბრძოლების დროს, სომხეთის შეიარაღებული ძალების 022-ე სპეცდანიშნულების სამხედრო ნაწილის პერსონალი ალყაში მოაქცია და გაანადგურა.

"სომხეთის სპეცდანიშნულების რაზმს, მისი გაძლიერების მიზნით, რამდენიმე ხნის წინ ადგილობრივი მოსახლეობა და მოხალისეები შეუერთდნენ. ამის მიუხედავად, სომხეთის სპეცრაზმმა, ბოლო ბრძოლის დროს დიდი დანაკარგი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია.

საბრძოლო მოქმედებების დროს, სომხეთის მიერ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებულმა, სომხეთის 178-ე ცალკეულმა სადაზვერვო ბატალიონმა ასევე დიდი დანაკარგი განიცადა. მოკლულია ან დაჭრილია ბატალიონის შემადგენლობის ნახევარზე მეტი", - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

-10:30-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 6 ნოემბრის დღისით და 7 ნოემბრის ღამეს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ფრონტზე განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებსა და მშვიდობიან დასახლებებს, სხვადასხვა მცირე შეიარაღებების, არტილერიისა და ნაღმსატყორცნების გამოყენებით დაესხნენ თავს. 

"საბრძოლო მოქმედებები ძირითადად აგდერინის, აღდამისა და ხოჯავერდის მიმართულებით გრძელდებოდა. ფრონტის ზოგიერთ ნაწილში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დანაკარგი განიცადა სამუშაო ძალისა და აღჭურვილობის მხრივ და იძულებული გახდა უკან დაეხია.

აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, სომხეთის შეიარაღებული ძალების მე-6 სამთო პოლკის 1-ლი ბატალიონის ქვედანაყოფმა დანაკარგი განიცადა. 

ამჟამად ფრონტის ყველა რაიონში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება", - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system