თავში

აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

​აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს
აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, - სტატიას ამ სათაურით აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. სტატიაში მოყვანილია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სხვა მიმართულებები. 

აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებს ორივე ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ყოველთვის ჰქონდა. ეს ურთიერთობები ორი ხალხის ეროვნული ინტერესებითაა განპირობებული, - ამის შესახებ მილი მეჯლისის დეპუტატმა, აზერბაიჯან-საქართველოს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის წევრმა, ჰიკმეთ მამედოვმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოებს შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ურთიერთობები მრავალი ეკონომიკური პროექტითაც არის განმტკიცებული და აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

"გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის კულტურულ, ჰუმანიტარულ სფეროში, ისტორიულად და დღეს, ძალიან მჭიდრო და ინტეგრაციული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ასევე არსებობს ურთიერთობების სისტემა სხვადასხვა სფეროში, ტურიზმიდან სხვა კულტურული გაზიარებამდე. ორი მეზობელი ქვეყანა ერთმანეთს ყოველთვის მხარს უჭერდა როგორც საერთაშორისო, ასევე რეგიონალურ ორგანიზიებში. მათ მოახერხეს, ორმხრივ და სამმხრივ დიპლომატიურ ფორმატში რეგიონალური თანამშრომლობის ახალი პლატფორმა შეექმნათ", - განაცხადა ჰიკმეთ მამედოვმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას უპირობოდ უჭერენ მხარს.

"შემთხვევითი არ არის, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით აზერბაიჯანის ბოლო ნაბიჯებს მხარი დაუჭირა, საქართველო იყო. საქართველომ სიმტკიცე აჩვენა, საჰაერო და სახმელეთო დერეფნები იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც სომხეთს იარაღით ამარაგებენ. ეს მეგობრის და მეზობლის რეალური პოზიციაა. ამიტომ, ორ მეზობელს შორის არსებული ურთიერთობა ყველა სფეროში მომავალშიც განაგრძობს განვითარებას და ორივე ერის ინტერესების უზრუნველსაყოფად უკეთეს პერსპექტივებს შექმნის", - განაცხადა ჰიქმეთ მამედოვმა. 

აზერბაიჯანელი ეკონომისტი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პარვიზ ჰეიდაროვი კი აცხადებს, რომ წარმატებულმა ეკონომიკურმა თანამშრომლობამ აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები განვითარების ახალ დონეზე აიყვანა.

მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მაღალი დონის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები სხვა ქვეყნებისთვის, შესაძლოა, სამაგალითო გახდეს.

”საქართველოს გავლით გადის ჩვენი ორი საექსპორტო ნავთობსადენი და ორი საექსპორტო გაზსადენი. პერსპექტივაშია სარკინიგზო ხაზი ბაქო-თბილისი-ყარსი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ტვირთების გადაზიდვაში აზერბაიჯანის მნიშვნელოვან წილს უზრუნველყოფს. ამჟამად, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ადამიანების მოგზაურობების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეზღუდულია, მაგრამ, როდესაც საზღვრები ღია იყო, საქართველოში ჩასული ტურისტების მნიშვნელოვანი წილს აზერბაიჯანელები შეადგენდნენ", - განაცხადა პარვიზ ჰეიდაროვმა. 

ექსპერტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) სახით, ამ ქვეყანაში 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

"SOCAR საქართველოს გადასახადების ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია საქართველოში. ამ წლების მანძილზე კომპანიამ მეზობელ ქვეყანაში მხოლოდ სოციალურ სფეროებში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ყველაფერმა ამან საბოლოოდ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანა უზრუნველყო. ჩვენ ამის თვალსაჩინო მაგალითი ვიხილეთ, როდესაც აზერბაიჯანმა კონტრშეტევები და სამშვიდობო ოპერაციები დაიწყო, რაც სომხეთის მიერ ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ბოლო აქტზე პასუხი იყო. საქართველომ დროებით შეაჩერა სომხეთში სამხედრო დანიშნულების ტვირთის მათი ტერიტორიიდან გადაზიდვის ნებართვის გაცემა. ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც მრავალი წლის განმავლობაში გატარებული, ძალიან ეფექტური საგარეო პოლიტიკისა და წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაჩინო შედეგი”, - განაცხადა პარვიზ ჰეიდაროვმა. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, სადაც 18000 ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, საბავშვო ბაღის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. მას SOCAR Energy Georgia ააშენებს. 21 ოქტომბერს ქვემო-ქართლის რეგიონის სოფელ ილმაზლოში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, საფუძველი ჩაეყარა გაზგამანაწილებელ ხაზს, რომელსაც შპს "SOCAR Georgia Gas" გაიყვანს. გუშინ მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსს ჩაეყარა საფუძველი. ის საქართველოში SOCAR–ის საქველმოქმედო პროექტების ფარგლებში აშენდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system