თავში

აზერბაიჯანელი და თურქი სამხედროების ერთობლივი წვრთნები იწყება

აზერბაიჯანელი და თურქი სამხედროების ერთობლივი წვრთნები იწყება
აზერბაიჯანელი და თურქი სამხედროების ერთობლივი წვრთნები იწყება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, 6 აპრილს აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო მოსამსახურეები ერთობლივ ტაქტიკურ-სპეციალური წვრთნებს გაივლიან. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად,  წვრთნების ფარგლებში სამხედრო მესიგნალეები სასწავლო და საბრძოლო მისიების განსახორციელებლად შესაბამის  რაიონებში განთავსდებიან, სადაც ერთიანი საკომუნიკაციო სისტემის ორგანიზაციულ ამოცანებს შეიმუშავებენ.

წვრთნების ფარგლებში, რომლებიც თანამედროვე კომუნიკაციებისა და მართვის ავტომატიზირებული სისტემების გამოყენებით ტარდება,  სამხედრო მესიგნალეების ერთობლივი მოქმედების ორგანიზების საკითხებს, ასევე საველე სარდლობის განლაგებისა და სხვა ღონისძიებების ამოცანებს განიხილავენ.

ერთობლივი წვრთნები 8 აპრილამდე გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system