თავში

აზერბაიჯანელი ძმების სამართლიანი ბრძოლის მხარდაჭერას გავაგრძელებთ - ჰულუსი აქარი

აზერბაიჯანელი ძმების სამართლიანი ბრძოლის მხარდაჭერას გავაგრძელებთ - ჰულუსი აქარი
აზერბაიჯანელი ძმების სამართლიანი ბრძოლის მხარდაჭერას გავაგრძელებთ - ჰულუსი აქარი

აზერბაიჯანელი და ლიბიელი ძმების სამართლიანი ბრძოლის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, - ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის საზღვაო კოლეჯში 2021-2022 სასწავლო წლის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

მან საბერძნეთსა და კვიპროსზეც ისაუბრა.

"ბოლო დროს საბერძნეთმა და ბერძნულმა კვიპროსმა, ზოგიერთი ქვეყნის წაქეზებითა და მითითებით, გაააქტიურეს სწრაფი შეიარაღების იდეა. შეხედეთ მათემატიკასა და ისტორიას. უარი თქვით ამ გზით თურქეთზე უპირატესობის მოპოვებაზე. საბერძნეთის ეკონომიკა ცნობილია. ეს ქვეყანა ვალებშია ჩაფლული. შეიარაღების ოცნებით, ისინი საკუთარ თავს კიდევ უფრო დიდ ვალებში ჩააგდებენ, რაც ქვეყნის ეკონომიკას რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს", - განაცხადა მინისტრმა საბერძნეთისა და საბერძნეთის კვიპროსის შეიარაღების საკითხზე კომენტარისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system